დაიწყე საკუთარი თავით

ბევრი ჩვენგანი გამოფიტვის ზღვარზე მუშაობს და კარიერას შრომა-დასვენების ჯანსაღი ბალანსის რეჟიმსაც სწირავს. არადა, წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ.

დაფიქრებულხარ, რამდენად ხშირად გიცდია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება შენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად? რა შედეგები გქონია? რა ფაქტორები გაფერხებდა?

როგორ შევქმნათ სამუშაო გარემო, რომელიც ბიზნესშედეგებსა და გუნდის წევრების ემოციურ სიჯანსაღესა და საქმიანობით კმაყოფილებაზე თანაბრად იზრუნებს?

17 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, Radisson Blu Batumi-ში (ნინოშვილის ქ. №1)-ში „ლურჯი ოკეანე“ ამ საკითხებით დაინტერესებული ადამიანებისთვის დახურულ შეხვედრას გამართავს.

ლურჯი ოკეანე 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე უკონკურენტოა საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით. ორგანიზაციის არსებობის მიზანი ბიზნესლიტერატურის, ტრენინგებისა და ტრანსფორმაციული გამოცდილებების შეთავაზებით, ადამიანებისა და გუნდების იმ უნარებითა და ცოდნით აღჭურვაა, რომელიც თანამედროვე ბიზნესსამყაროში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

ღონისძიების სპიკერები:

  • კახი ლობჟანიძე - ანტრეპრენერი, ბიზნესქოუჩი
  • რამაზ გიგაური - მწერალი
  • მარიამ გიორგაძე - „პალიტრა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი

ბილეთები: http://tkt.ge/StartWithYourself

ადგილზე დაგხვდებათ ბრენდირებული საჩუქრები „ლურჯი ოკეანისგან“.

#დაიწყესაკუთარითავით

(R)