საერთაშორისო კომპანია Upgaming-ი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს მათ, ვისაც SEO-ს მუშაობის სპეციფიკის უფრო სიღრმისეულად შესწავლა და ტექნოლოგიური უნარების დახვეწა სურს. უფრო კონკრეტულად, კომპანია 1-ლი სექტემბრიდან იწყებს უფასო „SEO მასტერკლასს“, რომელსაც თვენახევრის განმავლობაში ნიკო სამხარაძე წარუძღვება.
Upgaming-ი აღნიშნული პროექტით შესაძლებლობას გაძლევთ, გადადგათ ნაბიჯი პროფესიული განვითარებისკენ და აიმაღლოთ კვალიფიკაცია დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებით. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საშუალება გექნებათ, დასაქმდეთ Upgaming-ში და აქტიურად დაიწყოთ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა.
კურსში მონაწილეობას მიიღებს 15 პირისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შემდეგი სამი ეტაპის გავლის შემდეგ შეირჩევა:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. კანდიდატების ტესტირება ინგლისურ ენაში და უნარების ტესტი/typing test
3. გასაუბრება/ ქეისის განხილვა
კურსის განმავლობაში მონაწილეები გაივლიან თემებს, რომელიც SEO-ს მიმართულებით სიღრმისეული ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ და ასევე, ხელს შეუწყობთ, სწრაფად შეიძინონ ახალი პრაქტიკული უნარები.
SEO მასტერკლასის თემებია:
1. შესავალი - რა არის და როგორ მუშაობს SEO;
2. HTML საფუძვლები და საჭირო ხელსაწყოების გამოყენება;
3. ვებგვერდის ტექნიკური ოპტიმიზაცია;
4. ვებგვერდის შექმნა და მართვა WordPress-ზე;
5. ვებგვერდის On-Page ოპტიმიზაცია;
6. საძიებო სიტყვების მოკვლევა;
7. SEO გამართული კონტენტის შექმნა და მენეჯმენტი bod;
8. ვებგვერდის Off-Page SEO;
9. ვებგვერდის SEO სტრატეგიის შექმნა;
10. SEO ანალიტიკა და რეპორტინგი.
ვის შეუძლია SEO-ს მასტერკლასზე რეგისტრაცია?
როგორც Upgaming-ში განმარტავენ, აპლიკანტი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:
არ გაუშვათ შესაძლებლობა ხელიდან, გაირღმაოთ ცოდნა SEO-ს მიმართულებით და დასაქმდეთ წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Upgaming-ში.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
(R)