ქვეყნები, სადაც ქართველების უმეტესობა მოგზაურობს - უახლესი მონაცემები

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებულმა ვიზიტებმა 3 562.1 ათასი შეადგინა, რაც 3.4 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, საქსტატის ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 360.2 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ოფიციალური მონაცემები, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 229 ათასი და 105.4 ათასი ვიზიტი.

2024 წლის მე-2 კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტული განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით:

  • თურქეთი - 39%;
  • რუსეთის ფედერაცია - 18%;
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები - 15,9%;
  • სომხეთი - 11.9%;
  • აზერბაიჯანი - 2.6%;
  • სხვა ქვეყნები - 12.7%.
თაია არდოტელი