ილია თოფურია World MMA Awards-ზე წლის საუკეთესო უცხოელი მებრძოლის ნომინაციაშია წარდგენილი

ცოტა ხნის წინ, MMA Awards 2024-ის ნომინანტების ვინაობა გამოქვეყნდა. ცნობილია, რომ მასში UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია წლის საუკეთესო უცხოელი მებრძოლის ნომინაციაშია წარდგენილი.

ცნობისთვის, ხმის მიცემა, რომელიც სპეციალური ბმულის საშუალებით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ, 30 სექტემბერს დასრულდება.

საუკეთესო უცხოელი მებრძოლის ტიტულის მოსაპოვებლად ილია თოფურიას კონკურენციას შემდეგი სპორტსმენები გაუწევენ: ჩიირო სუზუკი, დრიკუს დუ პლესის, ჯეკ დელა მედალენა და იანგ ვეილი.

topuria-1723194497.png

ეკა დარჩიაშვილი