სილქნეტის მობილური ინტერნეტის სიჩქარისა და ხარისხის უპირატესობა არაერთხელ აღინიშნა, როგორც კომუნიკაციების კომისიის, ისე საერთაშორისო ანალიტიკური პლატფორმების ანგარიშებში.
კომუნიკაციების კომისიის ახალმა კვლევამ, რომელიც თბილისში ივლისში ჩატარდა, კიდევ ერთხელ გამოავლინა სილქნეტის უპირატესობა. გასულ წელსაც, კომისიის ანალოგიური მონიტორინგით, სილქნეტი ლიდერობდა.
კომპანია ინარჩუნებს წამყვან ადგილს მობილური ინტერნეტით გადმოწერის სიჩქარით:
ამავე კვლევით, დედაქალაქის მასშტაბით, სილქნეტი საუკეთესოა წარმატებული ხმოვანი ზარების წილობრივი მაჩვენებლით.
იმისათვის, რომ მაღალხარისხიანი მობილური კავშირი ერთნაირად ხელმისაწვდომი იყოს დიდ ქალაქებსა თუ დასახლებულ პუნქტებში, მთისა და ზღვის კურორტებზე, სილქნეტი ყოველწლიურად მილიონობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.
ქსელის გაძლიერებისა და მოდერნიზაციის სამუშაოები, რომელიც ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სილქნეტის ქსელში, ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ათეული ახალი საბაზო სადგურის მოწყობას დედაქალაქსა და რეგიონებში, ასევე, დაფარვის გასაუმჯობესებლად ახალი მიკრო სადგურების დამატებას თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში.
ამას გარდა, თბილისისა და ბათუმის მასშტაბით ხორციელდება გიგაბიტ-LTE ქსელისთვის გამოყოფილი სიხშირული ზოლის შემდგომი გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მობილური ინტერნეტის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას, ისე – ახალი ტრაფიკის გენერირებას.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, კიდევ უფრო გაუმჯობესდა ხმოვანი სერვისის დაფარვა და ხარისხი თბილისსა და ბათუმში, განსაკუთრებით – შენობების სიღრმეში, რის ხარჯზეც დაგენერირდა მნიშვნელოვანი ოდენობის ახალი ხმოვანი ტრაფიკი ბათუმში და თბილისის უმეტესი უბნებისთვის. აღნიშნული სამუშაოები წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით გაგრძელდება.
(R)