მთავრობის 7 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიუჯეტიდან 4.662 მლნ ლარს მიიღებს.
საუბარია, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებელი ჩარტერული რეისების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებებსა და ფრენების ორგანიზებაზე.
„გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 4 662 100 ლარი, შემდგომში შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის“ გადასაცემად," - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ცნობისთვის, „ევრო 2024“-ზე დასწრების მსურველებისთვის მთავრობამ ჩარტერული რეისები დანიშნა, რაც ბიუჯეტიდან დასუბსიდირდა. შედეგად, მოქალაქეებს 1 გზის ბილეთის შეძენა 195 ევროდ შეეძლოთ.