სარფში რადიაქტიური ნივთიერებების გადატანის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

სარფის საბაჟოზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც თურქეთში 1 კილო და 236 გრამი ნივთიერება წითელი ვერცხლისწყალი და 50 გრამამდე ცეზიუმი გადაჰქონდათ.

აღნიშნული ნივთიერებები ბირთვულ ინდუსტრიაში გამოიყენება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ამოღებული მასალა დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. მომხდართან დაკავშირებით სამი ადამიანი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.