Temu-ს მფლობელი ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა

ჩინური მარკეტფლეისის Pinduoduo-ს და მისი შვილობილი Temu-ს დამფუძნებელი, კოლინ ჰუანგი, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით ჩინეთში უმდიდრესი ადამიანი გახდა.

აქამდე კოლინი ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 25-ე ადგილზე იყო. მისი ქონება კი ამ დროისთვის 48,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წინა დღით Forbes-მა დაწერა, რომ კოლინი რეიტინგის ლიდერს რეალურ დროში უკვე უსწრებდა.

კოლინი ადრე Google-ში ინჟინრად მუშაობდა. 2015 წელს მან დააარსა Pinduoduo, ელექტრონული კომერციის პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი პროდუქტები გაყიდვებისა და აქციების საშუალებით. ის სწრაფად გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებამაც 2021 წლის დასაწყისში 71,5 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება Bloomberg-ი.

თუმცა, COVID-19 პანდემიის დროს, მისი ქონება მკვეთრად დაეცა - დაახლოებით 87%-ით წელიწადში, რაც განპირობებული იყო ბიზნესის მკაცრი რეგულაციებით. საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მეწარმემ გახსნა გლობალური პლატფორმა Temu, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში.

ნათია ზარიძე