Unilever-ი და სხვა შეფუთული საქონლის გიგანტები ჩინეთის შემდეგ, დიდ ფსონს ინდოეთზე დებენ. ქვეყანაში მათი ნაწარმის იმპორტის გზით, კომპანიები ცდილობენ შეავსონ ვაკუუმი, რომელიც ჩინეთში არათანაბარი ფინანსური აღდგენის შედეგად გაჩნდა.
იმ ფონზე, როდესაც განვითარებად ბაზრებს შორის, ინდოეთის ეკონომიკა ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება, კომპანიები ცდილობენ მოერგონ ქვეყნის მრავალფეროვან პალიტრას ახალი გემოსა და ზომის ვარიანტების გამოშვებით, რაც ქვეყნის მრავალრიცხოვანი მოსახლეობისა და გამოუყენებელი ბაზრის ათვისებას ისახავს მიზნად. „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში კომპანიები ფოკუსირებულნი იყვნენ ჩინეთში გაყიდვაზე, შემდეგი ათწლეული ინდოეთში დამკვიდრებას მიეძღვნება.
უნდა წახვიდეთ იქ, სადაც დემოგრაფიული და ეკონომიკური ქარები ზურგიდან გიბერავთ,“- ამბობს reuters-თან Annex Wealth Management-ის მთავარი ეკონომისტი ბრაიან იაკობსენი. სამომხმარებლო საქონლის მსხვილი კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულია ინდოეთში, მოელიან უფრო მაღალ სამთავრობო ხარჯებს, უკეთეს სეზონს და კერძო მოხმარების აღორძინებას, რაც მათ მომავალ კვარტალებში, სამომხმარებლო ხარჯების აღდგენაში დაეხმარებათ.
კვლევითი ფირმა GlobalData-ს მიხედვით, მოსალოდნელია რომ ბაზარზე წილს ტოპ ხუთ კომპანია: Coca-Cola, P&G, PepsiCo, Unilever და Reckitt გაზრდის. 2022 წელს ისინი ინდოეთის ბაზრის დაახლოებით 19.27%- ს მოიცავდნენ. 2023 წელს კი მათი ნაწარმი, რომელიც ძირითადად ბავშვის მოვლის, კოსმეტიკის, სასმელების და საყოფაცხოვრებო კატეგორიებს მოიცავს, 20.53%-მდე გაიზარდა. ამ კომპანიების მთლიანი ბაზრის წილი ჩინეთში 2023 წელს სავარაუდოდ, 4,30%-მდე შემცირდა.
„ჩინეთმა გაიარა გრძელი და გახანგრძლივებული COVID 19-ს პანდემია. მათ გაიარეს უარყოფითი ზრდის ხანმოკლე პერიოდიც კი და შედეგად, ზრდა ძალიან ნელი იყო. ამასთან შედარებით, ინდოეთში ზრდის ტემპი დაახლოებით 4% იყო, რაც ჯანსაღი მაჩვენებელია სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლისთვის,“ - თქვა სამხრეთ აზიის მმართველმა დირექტორმა Kantar's Worldpanel-ის განყოფილებაში რამაკრიშნანმა.
სამომხმარებლო საქონლის კომპანიები ასევე გამოიმუშავებენ ფულს ინდოეთში ისეთი ნაწარმით, როგორიცაა PepsiCo-ს Kurkure Chaat Fills და Coca-Cola-ს განახლებული შეფუთვები. Nestle-ს კი აქვს გეგმები წლის ბოლოს თავისი პრემიუმ ყავის ბრენდი Nespresso წარადგინოს.