ბრაზილიაში თვითმფრინავის კატასტროფისას ცოცხალი არავინ გადარჩა

ბრაზილიის ქალაქ ვინჰედოს მახლობლად Voepass Linhas Aereas-ის თვითმფრინავის კატასტროფას არავინ გადაურჩა. ამის შესახებ Globo News-მა ქალაქის პრეფექტურაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

ეს მონაცემები მოგვიანებით ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ გამოაცხადა. სანტა კატარინას შტატში გამოსვლისას მან წუთიერი დუმილით დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის შტატ სან პაულოში ჩამოვარდა ATR 72 საშუალო მანძილზე მფრინავი ტურბოპროპური თვითმფრინავი, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა.

ნათია ზარიძე