საოპერო დარბაზები, ბოულინგები და გიგანტური კინოთეატრები - როგორ ამზადებენ სუპერ მდიდრები თავიანთ ძვირად ღირებულ ბუნკერებს

უკვე ერთგვარ მოდად იქცა, რომ სუპერ მდიდრებს “აპოკალიფსისთვის“ განკუთვნილი ბუნკერი უნდა ჰქონდეთ. დღევანდელ უბერ-პრაიმ საკუთრებაში, ბუნკერები სერიოზულად გადაიქცა მაღალტექნოლოგიურ ცენტრებად, სადაც ცხოვრება ათეულობით წლების განმავლობაში არის შესაძლებელი. “ჩვენ ვამჩნევთ, რომ ახლა უფრო მეტი ფოკუსირება გასართობ გაჯეტებზე ხდება,“ - ამბობს cnn -თან ალ კორბი, რომელმაც სტრატეგიულად დაჯავშნილი, უსაფრთხო გარემოს დაპროექტების კომპანია - SAFE დააფუძნა.

კორბის კომპანიამ მუმბაიში მდებარე, მილიარდერი მუკეშ ამბანის 27-სართულიანი სასახლე დააპროექტა. ამჟამად კი, ის 200 ჰექტარ ნაკვეთზე განთავსებული ბუნკერის უსაფრთხოების დაპროექტებაზე მუშაობს. თავად ბუნკერი, ულტრა უსაფრთხოა. აქვს აფეთქებისგან დამცავი კარები, არამტვრევადი ფანჯრები და ბიომეტრიული კარის შესასვლელი. შემდეგ მოდის 30 ფუტის სიღრმის თხრილი საქანელა ხიდით, შადრევნებით. ულტრა მდიდრები ყოველთვის იყვნენ სამიზნეები, იქნება ეს თავდამსხმელები, გამტაცებლები თუ მკვლელები.

bunkeri-1723284421.webp

ახლა მათი შიშები გაიზარდა ანტიკაპიტალისტური აქტივისტების მიმართაც. კორბის თქმით, ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ტრადიციული ბუნკერები ჰგავდა მაღალი კლასის სასტუმროებს - ერთგვარ Ritz Carlton-ებს, თუმცა ახლა მისი უმდიდრესი კლიენტები ასეთ მოკრძალებულ არჩევანს აღარ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბილ გეიტსაც აქვს ბუნკერები მისი მრავალი სახლის ქვეშ. ზოგიერთი ოთახი ისევე კარგად არის აღჭურვილი, როგორც საოპერაციო დარბაზები საუკეთესო საავადმყოფოებში, სადეზინფექციო კამერებით, პირადი დამცავი აღჭურვილობის კარადებითა და აფთიაქებით, რომლებიც აღჭურვილია სასწრაფო მედიკამენტებით, ასევე ვიტამინების ნაერთებით, რომლებიც მორგებულია მოსახლეობაზე, რათა გაუძლოს ხანგრძლივ იზოლაციას.

მაგალითისთვის, ერთ-ერთ ასეთ განსაკუთრებულ ბუნკერს, რომელშიც უამრავი გასართობი ოთახია მოწყობილი, ამერიკელი ბიზნესმენი ჯერარდ ჰენდერსონი ფლობს. ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ლას-ვეგასში ასეთი ტიპის ბუნკერი ააგო და მასში გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. გარედან ბუნკერი მდიდრული სახლივით გამოიყურება - საოცარი სამზარეულო, 6 აბაზანა, ჯაკუზი, აუზი. თუმცა 8 მეტრის სიღრმეში კიდევ არის ბეტონისა და ფოლადის სტრუქტურა. 2020 წელს ეს სახლი აუქციონზე 18 მლნ დოლარად გამოიტანეს. სახლი დღესაც საუცხოოდ გამოიყურება.

bunkeri-1723284335.webp

ბუნკერი 1 400 კვ.მ-ს იკავებს, ის მოიცავს არა მარტო საცხოვრებელ სახლს, არამედ ეზოს ხელოვნური ხეებით. განათებით შესაძლებელია გათენებისა და დაღამების იმიტირება. ბუნკერშიც, ისევე, როგორც სახლში, არის ყველა ის პირობა, რაც ფუფუნებისთვის არის საჭირო, აბაზანები, ჯაკუზი, აუზი და ა.შ. ფოტოზე ნაჩვენებია ბუნკერის ერთ-ერთი ვარიანტის რენდერი, რომელიც ხელმისაწვდომია Vivos-ის xPoint კომპლექსში სამხრეთ დაკოტაში.

ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Wired, დაწერა რომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე 100 მილიონი დოლარის ღირებულების საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. პროექტი მოიცავს 5000 კვადრატული მეტრი ფართობის ბუნკერს ბეტონის კედლებით და გასაქცევი ლუქით. Architectural Digest-მა გაამხილა დეტალები და თქვა, რომ მარკის ბუნკერი გარდა საოცარი უსაფრთხოებისა, აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე სისტემებით. მათ შორის გასართობი ოთახებით, პირადი კინოთეატრით, დარბაზით და სათბურითაც კი.

წყარო: edition.cnn.com

თეონა რამაზაშვილი