ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 109 400 დოლარის პროდუქტი, შარშან იმავე პერიოდში კი 366 780 დოლარის ღირებულების.
საანგარიშო პერიოდში ექსპორტთან ერთად შემცირებულია ქართული თაფლის საექსპორტო ფასიც. გასულ წელს თუ 1 ლიტრი თაფლის ფასი 9.3 დოლარი იყო, წელს 27%-ით შემცირდა და 6.8 დოლარს მიაღწია.
ქართული თაფლის ექსპორტში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ამერიკაა. მიმდინარე წელს აშშ-ში ექსპორტზე გავიდა 34 140 დოლარის თაფლი, მეორე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, სადაც თაფლის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 25 870 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის პირველ ნახევარში ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული თაფლი ჩეხეთსა (126 ათასზე მეტი დოლარის) და საფრანგეთში (116 ათასზე მეტი დოლარის) გავიდა, წელს იმავე პერიოდში კი ისინი საექსპორტო ქვეყნების რიგებში აღარ გვხვდება.