მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა ღამის საათებში დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვა 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.

„იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოების გამო, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მოძრაობის შეზღუდვა იმოქმედებს 12 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით, 00:00-დან 05:00 საათამდე. ამაღამ გზა გადაიკეტება გალაკტიონის ხიდიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით”, - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

მერი ტაბატაძე