კიდევ ერთი ქართველი ოლიმპიელი სპორტსმენი, რომელიც პრიზის სახით ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი მთავრობისგან პრიზის სახით 500 ათას ლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 11 ივლისს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, მაჭარაშვილი ფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ ახმედ ტაჟუდინოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიურ ჩემპიონატზე სპორტსმენების გამგზავრებამდე პრიზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად, სპორტსმენები, რომლებიც ოლიმპიადაზე ოქროს მედალს მოიპოვებენ ერთ მილიონ ლარს მიიღებენ. ვერცხლის მედლის მიღების შემთხვევაში საპრიზო თანხა ნახევარი მილიონი ლარია, ხოლო ბრინჯაოსთვის 250 ათასი ლარი.

მერი ტაბატაძე