,,ჯორჯიან ეარვეისი" თბილისი-ერევანი-თბილისისა და თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით რეისებს განახორციელებს

ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" თბილისი-ერევანი-თბილისისა და თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით რეგულარულ რეისებს განახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიაზე "ჯორჯიან ეარვეისი" ორი ახალი მიმართულებით რეგულარული რეისების დანიშვნის შესახებ ნებართვა გასცა.  "კერძოდ, ავიაკომპანია ,,ჯორჯიან ეარვეისი" რეგულარული რეისების განხორციელებას თბილისი-ერევანი-თბილისის და თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით დაიწყებს. თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყება იგეგმება მიმდინარე წლის 29 ივნისიდან კვირაში 4 სიხშირით, ხოლო თბილისი-ოდესა-თბილისის მიმართულებით - მიმდინარე წლის 1 ივლისიდან კვირაში 1 სიხშირით", - ნათქვამია განცხადებაში.