5 ბანკი ზარალზეა - როგორია მე-2 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2024 წლის მე-2 კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 17 კომერციული ბანკიდან ზარალზე 5 ბანკია - „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა ბანკი საქართველო“, „ჰეშ ბანკი“ და „პეივ ბანკ ჯორჯია“.

ანგარიშგებების მიხედვით, 2024 წლის მე-2 კვარტალში მოგებაზე გავიდა მათ შორის ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში 568 044 663 ლარი; დაბეგვრამდე წმინდა მოგებამ 666 487 830 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტალის მონაცემებით, 721 151 742 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დაბეგვრამდე წმინდა მოგებამ 851 030 921 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების 2024 წლის მე-2 კვარტალის მოგების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ – 36 969 101 ლარი;
  • „სილქ ბანკი“ - 3 907 739 ლარი (ზარალი)
  • „კრედო ბანკი“ – 24 089 299 ლარი;
  • „ქართუ ბანკი“ – 15 985 214 ლარი;
  • „ჰეშ ბანკი“ – 1 625 872 ლარი (ზარალი);
  • „ჰალიკ ბანკი“ – 10 592 071 ლარი;
  • „ტერა ბანკი“ – 16 149 366 ლარი;
  • „ლიბერთი ბანკი“ – 56 495 437 ლარი;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ – 3 150 747 ლარი;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 18 056 492 ლარი;
  • „პეისერა ბანკი საქართველო“ – 486 719 ლარი (ზარალი);
  • „ვითიბი ბანკი“ – 8 607 372 ლარი (ზარალი);
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 2 945 531 ლარი;
  • „იშ ბანკი საქართველო“ – 8 585 599 ლარი;
  • „პეივ ბანკ ჯორჯია“ - 204 021 ლარი (ზარალი).

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

თაია არდოტელი