რუსი ტურისტების მხრიდან საქართველოზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა - OneTwoTrip

საქართველოში დასვენების მსურველი რუსი ტურისტების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა - ამის შესახებ მოგზაურობის დაგეგმვის რუსული ვებგვერდის OneTwoTrip-ის ინფორმაციაში ვკითხულობთ. სააგენტოში ამბობენ, რომ წელს საზღვარგარეთ ყველაზე მეტად მოთხოვნამ უნგრეთისა და ფილიპინების მიმართულებით მოიმატა.

OneTwoTrip-ის წარმომადგენლების განმარტებით, წელს რუსებისგან უცხოური შეკვეთები 26%-ით გაიზარდა. გარდა უნგრეთისა და ფილიპინებისა, საბერძნეთში დასვენებას წელს 2.5-ჯერ მეტი რუსი გეგმავს, ვიდრე შარშან. იზრდება მოთხოვნა საფრანგეთზე, პორტუგალიაზე, ვიეტნამსა და იაპონიაზე.

გარდა ამისა, რუსებმა უფრო ხშირად დაიწყეს მოგზაურობა ჩინეთში (ზრდა 41%), უზბეკეთში (ზრდა - 40%), იტალიაში (+ზრდა8%), ესპანეთში (ზრდა 36%), საქართველოში (ზრდა 21%) და სამხრეთ კორეაში (ზრდა 17%). %).