ნებრასკის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის 21 წლის სტუდენტმა, ლუკ ფარიტორმა, მეცნიერებაში მიღწეული აღმოჩენისთვის ახლახან 40 000 დოლარი მოიგო.
ფარიტორი იყო პირველი, ვინც ერთ-ერთი უძველესი გრაგნილიდან სიტყვა წაიკითხა.
კონკურსი აჯილდოვებდა ადამიანებს, რომლებიც ამ უძველესი გრაგნილების საიდუმლოებას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით გახსნიდნენ. ბიუჯეტი 1 000 000 აშშ დოლარი იყო. ერთ-ერთი გამარჯვებული კი სწორედ 21 წლის სტუდენტი გახდა.
რატომ არ შეიძლება ჰერკულანეუმის გრაგნილების წაკითხვა ჩვეულებრივად?
როდესაც 79 წელს ვეზუვიუსი ამოიფრქვა, პომპეი არ იყო ერთადერთი ქალაქი, რომელიც გაანადგურა. ღვარცოფმა და უზარმაზარმა სიცხემ მიაღწია ქალაქ ჰერკულანეუმამდე, რომელიც დღევანდელ იტალიაში მდებარეობს.
სიცხე იმდენად ძლიერი იყო, რომ ასობით პაპირუსის გრაგნილი ნახშირბადის გაქვავებულ ნაჭრებად მყისიერად გადააქცია. ეს უძველესი გრაგნილები 1700 წლის განმავლობაში ტალახში იწვა, სანამ საბოლოოდ 1752 წელს არ აღმოაჩინეს.
ჰერკულანეუმის გრაგნილების გაშლის ნებისმიერი მცდელობა, ზიანს აყენებს მათ.
“ისინი ყველა დაქუცმაცებულია და დამსხვრეულია", - განუცხადა Nature-ს აკადემიური კომიტეტის წევრმა ფედერიკა ნიკოლარდიმ.
მოდის თანამედროვე ტექნოლოგიების სიკეთეები
სწორედ აქ გახდა თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვის საჭიროება. მკვლევრებმა გამოიყენეს რენტგენის სხივები და მანქანური სწავლება, რათა ერთი გრაგნილიდან პირველი სიტყვა წაეკითხათ.
როგორც Vesuvius Challenge-ის ნაწილი, კენტუკის უნივერსიტეტმა დაიქირავა მოქალაქე მეცნიერები, რათა გამოეყენებინათ ხელოვნური ინტელექტი.
ფარიტორმა პირველმა წაიკითხა სიტყვა გრაგნილიდან და დაჯილდოვდა 40 000 დოლარით.
პრიზის მოსაგებად სტუდენტს სჭირდებოდა გრაგნილზე მინიმუმ 10 წასაკითხი ასოს ამოცნობა. მუშაობის პროცესში, ფარიტორის ალგორითმმა აღმოაჩინა რამდენიმე ასო, მათ შორის სრული სიტყვა.
სწორედ ის გახდა პირველი ადამიანი, ვინც პრიზის მოსაპოვებლად წასაკითხად საკმარისი ასოები წარადგინა.
ნიკოლარდიმ, ნეაპოლის უნივერსიტეტის კლასიკოსების პროფესორმა, ფედერიკო II-მ, წაიკითხა ძველი ბერძნული სიტყვა "πορφυρας", რაც ნიშნავს "იისფერ საღებავს" ან "იისფერ ქსოვილს".
"ვფიქრობ, ეს იქნება დიდი რევოლუცია" - განაცხადა მან.
გრაგნილების მომავალი
ამ მოცულობის წაუკითხავი გრაგნილის გამო, პრიზი - 700 000 აშშ დოლარი ჯერ კიდევ აქტუალურია.
გამარჯვებისთვის გუნდს მოუწევს წაიკითხოს ოთხი მონაკვეთი ორი დასკანირებული გრაგნილიდან.
სეილსმა თქვა, რომ ეს არ არის უძველესი ტექსტები. კანდიდატებს კი შეუძლიათ ისარგებლონ იმ ტექნიკით, რომელსაც უნივერსიტეტი იყენებს.
წყარო: businessinsider.com