2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ღირებულება შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო ბანკის Galt & Tagart-ის ანგარიშში. რაც შეეხება ერთკვირიან ინტერვალს, ამ შემთხვევაში ორი კომპანიის აქციების ღირებულება შემცირდა, ერთის კი გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, Galt & Tagart-ის თანახმად:
გასულ კვირას საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.95 ბრიტანულ ფუნტს ტერლინგში, რაც 3.73%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით და 6.33%-ით ნაკლებია ივნისთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 538 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, 39.05 - 41.90 ფუნტი სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალოდ ღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც 0.18%-ით ნაკლებია წინა კვირასთან შედარებით და 1.93%-ით ნაკლები ივნისთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 481 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, 26.90 - 28.65 ფუნტი სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალოდღიური ვაჭრობის მოცულობამ 89 ათასი აქცია შეადგინა.
ამავე პერიოდში Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში, რაც 0.81%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით და 4.58%-ით ნაკლები გასულ, ივლისის თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 1.1 მლნ აქციაზე მეტი შეადგინა, 9.55 - 10.22 ფუნტი სტერლინგის დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალოდღიური ვაჭრობის მოცულობამ 103 ათასი აქცია შეადგინა.