ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, კორტების მოედანი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

მერიის განმარტებით, სკვერის რეაბილიტაციისთვის თანხები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.