"ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიიდან გაფუჭებული სურსათის გატანა დაიწყეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს "ერისთავი + XXI საუკუნე"-დან სტიქიის შედეგად გაფუჭებული და დაზიანებული სურსათის გატანა დაიწყეს.

სოფლის მეურნეობის საინისტროს ინფორმაციით,  მავნებლად მიჩნეული სურსათის ამოღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საწარმოში ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულდა. გაფუჭებული სურსათი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე (ნორიოს ნაგავსაყრელზე) სპეციალისტების ზედამხედველობით, კანონმდებლობის სრული დაცვით განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სურსათის გატანის პარალელურად საწარმოს ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც დაიწყეს. ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს.