როგორია 1 კვადრატული უძრავი ქონების ფასი ბათუმში და როგორ შეიცვალა ძველი და ახალი ბინების გაყიდვები?

2024 წლის ივლისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 5%-ით, 1 247 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 16%-ით გაიზარდა და 68 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ბათუმში 2024 ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი პირიქით - 36%-იანი კლება დაფიქსირდა.

„ბათუმში 2024 წლის ივლისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 6%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 1 162 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, კვ.მ.-ზე 951 აშშ დოლარამდე შემცირდა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი