საქართველომ საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა დაიწყო - რომელ ქვეყნებში და რამდენი წლით იმოქმედებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.

უწყების ცნობით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე და დოკუმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში იმოქმედებს.

მოწმობის ღირებულება 109 ლარია.

მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით. დოკუმენტი საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში მოქმედებს.

საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში შემდეგი საბუთები უნდა წარადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ეროვნული მართვის მოწმობა.
ეკა დარჩიაშვილი