რომელი საავტომობილო გზის გაფართოებას გეგმავს ბათუმის მერია - ტენდერი უკვე გამოცხადდა

მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

ბათუმის მერიის ცნობით, სატენდერო ღირებულება 210 ათას ლარს შეადგენს.

მათივე განმარტებით, ხიდის რეკონსტრუქციის შედეგად, გაიზრდება საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობა.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების ვადად მიმდინარე წლის დეკემბერია განსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ხიდს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ საცობები ქალაქის შესასვლელში უფრო შესამჩნევი გახდა.