5 ქვეყანა, საიდანაც იანვარ-ივლისში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაცული ტერიტორიები სულ 598 708 ვიზიტორმა მოინახულა, საიდანაც 50%-ზე მეტი უცხოელი იყო.

იანვარ-ივლისში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ჯამში 328 476 უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რომელთა შორის 62 114 რუსეთიდან იყო.

ქვეყნების 5-ეული ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასეთია:

რუსეთი - 62 114

ინდოეთი - 42 144

ისრაელი - 31 646

პოლონეთი - 28 239

ბელარუსი - 20 325

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი - 140 250 ვიზიტორი პრომეთეს მღვიმემ მიიღო, შემდეგ მოდის მარტვილის კანიონი 130 493 ვიზიტორით და მესამე ადგილზეა სათაფლია 80 005 ვიზიტორით. ხუთეულში ასევე არის მტირალას ეროვნული პარკი 49 920 სტუმრით და წალკის კანიონი 49 812 ვიზიტორით.

ნათია ზარიძე