მოსკოვის საფონდო ბირჟის წერილობითი განცხადების თანახმად, დღეს საათზე მეტი დროით ბირჟაზე ყველა ტრანზაქცია შეჩერებული იყო.
განცხადების თანახმად, მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა შეჩერდა პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომის აღმოჩენის გამო, რომელიც გამოსწორებულ იქნა.
„2024 წლის 14 აგვისტოს მოსკოვის ბირჟაზე, პროგრამული შეცდომის გამოვლენის გამო, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსკოვის დროით 16:18 საათიდან ვაჭრობის დროებით შეჩერების თაობაზე.
პროგრამული შეცდომის შედეგად, დაშვების უმეტესი ნაწილის სერვერები მიუწვდომელი იყო სავაჭრო მონაწილეების დასაკავშირებლად. პროგრამული უზრუნველყოფის შეცდომა მოგვარებულია“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
ვაჭრობა შეჩერდა მოსკოვის დროით 16:18 საათიდან და განახლდება მოსკოვის დროით 17:30 საათიდან, იტყობინება ბირჟა.
მოსკოვის საფონდო ბირჟაზე დილის სესიის ვაჭრობა ტექნიკური მიზეზების გამო ბოლოს 13 ივნისს შეჩერდა.