ათენთის შემოგარენში გასულ კვირას გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები გრძელდება. ხანძარი უკვე შესუსტდა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლება კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ.
13 აგვისტოს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მინისტრებთან შეხვედრა გამართა ხანძარსთან დაკავშირებით.
„ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ხანძრის ჩაქრობის ეფექტურობა, თუმცა, პირობები უფრო და უფრო რთულდება“, - განაცხადა მან.
ხანძარი კვირას ნაშუადღევს ატიკას სოფელ ბარნაბასში, დედაქალაქიდან ჩრდილოეთით 35 კილომეტრში გაჩნდა. ორშაბათს ხანძარმა ათენის გარეუბნებს მიაღწია. 25-ზე მეტი რაიონიდან ასობით ადამიანი იძულებული გახდა ევაკუაცია მოეხდინა.
ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ათენის ეროვნული ობსერვატორიის ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 10 ათასი ჰექტარი მიწა გაანადგურა.