მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში (იანვარი-ივნისი) სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობის 957 შემთხვევაზე შევიდა შეტყობინება.
სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, შემთხვევების კლასიფიკაცია შემდეგნაირად გამოიყურება:
- ფიზიკური - 212;
- ფსიქოლოგიური - 187;
- სექსუალური - 79;
- უგულებელყოფა - 140;
- იძულება - 8;
- ეკონომიკური ძალადობა - 5;
- ადრეული ქორწინება - 112;
- შრომითი ექსპლუატაცია - 0;
- ბულინგი/კიბერბულინგი - 12;
- სხვა - 202.