2023 წელს საქართველოში მთავარი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდები იყო - როგორია TOP-10-ეული

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 15.6%-ით შემცირდა. ამავე მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში 1.902 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2022 წელს კი 2.253 მლრდ დოლარის.

2023 წელს საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდები იყო. ამ ქვეყნიდან შარშან 386.3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს კი მაშინ, როცა 2022 წელს ნიდერლანდები მსხვილ ინვესტორთა შორის მესამე ადგილზე იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნიდერლანდებმა 2023 წელს პირველობა ჩამოართვა გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც 2022 წელს საქართველოსთვის მთავარი ინვესტორი იყო, მომდევნო წელს კი მსხვილ ინვესტორთა შორის მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

2023 წელს TOP 10 ინვესტორი ქვეყანა ასე გამოიყურებოდა:

  • ნიდერლანდები - 386.3 მლნ დოლარი;
  • გაერთიანებული სამეფო - 364.3 მლნ დოლარი;
  • აშშ - 182.2 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 109.5 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 103.3 მლნ დოლარი;
  • ჩინეთი - 98.4 მლნ დოლარი;
  • მალტა - 97.4 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 90.3 მლნ დოლარი;
  • იაპონია - 69.4 მლნ დოლარი;
  • შვეიცარია - 41.9 მლნ დოლარი;

რაც შეეხება 2022 წელს, ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნების ათეული ასეთი იყო:

  • გაერთიანებული სამეფო - 650 მილიონი დოლარი;
  • ესპანეთი - 360 მლნ დოლარი;
  • ნიდერლანდები - 196 მლნ დოლარი;
  • აშშ - 178 მლნ დოლარი;
  • რუსეთი - 105 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 102 მლნ დოლარი;
  • ჩეხეთი - 84 მლნ დოლარი;
  • იაპონია - 58 მლნ დოლარი;
  • ჩინეთი - 43 მლნ დოლარი;
  • მალტა - 39 მლნ დოლარი.
მერი ტაბატაძე