პირველი ბანკნოტები, რომლებზეც მეფე ჩარლზ III-ის პორტრეტია გამოსახული, საქველმოქმედო აუქციონზე 900 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მაჩვენებელი 11-ჯერ აღემატება მათ რეალურ ფულად ღირებულებას.
Spink & Sons-მა ახალი 5, 10, 20 და 50-ფუნტიანი კუპიურების 4-ნაწილიანი სპეციალიზებული აუქციონი ცოტა ხნის წინ გამართა. მიღებული შემოსავალი 10 შერჩეულ საქველმოქმედო ფონდზე განაწილდა.
კოლექციონერებს სურდათ ეყიდათ ბანკნოტები, რომლებსაც რაც შეიძლება დაბალი სერიული ნომრები ექნებოდა.
ერთი 10-ფუნტიანი კუპიურა სერიული ნომრით HBO1 00002 - 17 000 ფუნტად გაიყიდა, ხოლო 50-ფუნტიანი 26 000 ფუნტად.
ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ გაყიდული კუპიურების ნომინალური ღირებულება დაახლოებით 78 000 ფუნტი იყო.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნაბეჭდი, რომელშიც გამოსახულია მეფე ჩარლზის სახე.
მიმოქცევაში შესვლის წინ, მეფე ჩარლზს საჩუქრად გადაეცა კომპლექტი 00001 სერიული ნომრებით.
თითოეულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ აუქციონიდან და კენჭისყრიდან 91 400 ფუნტზე მეტი მიიღო.
ბანკნოტები ჩარლზ III-ის გამოსახულებით დიდი ბრიტანეთის მიმოქცევაში 5 ივნისიდან შევიდა.
ბანკის განცხადებაში წერია, რომ „ბანკნოტები, რომლებზეც გამოსახულია მისი უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეტ II-ის პორტრეტი, გადახდის კანონიერ საშუალებად დარჩება და მეფე ჩარლზ III-ის ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.“
წყარო: theguardian.com