“2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალების მაჩვენებელი,” – ამის შესახებ მონაცემებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (idfi) აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2020-2023 წლებში საქართველოში დაიბადა 175 ათასი ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 202.3 ათასი პირი.
წლების მიხედვით, შობადობისა და გარდაცვალების მაჩვენებელი იხილეთ ფოტოზე:
„2014 წლიდან საქართველოში მოქმედებს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა ვრცელდება იმ რეგიონებზე, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი კლება ფიქსირდება. (დღეის მდგომარეობით ყველა რეგიონი ასეთია, აჭარის გარდა).
პროგრამის პირობების თანახმად, ყოველ მე-3 და შემდეგ ახალშობილზე 2 წელი გათვალისწინებულია 150 ლარიანი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 200 ლარიანი დახმარება.
პროგრამის ბენეფიციარია - 9 569 ბავშვი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 3 778 ბავშვი,“- ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.