10 ყველაზე მსხვილი კომპანია, სადაც საქართველოს მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია ინვესტირებული

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1.539 მილიონი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11 858-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 42,3 მლნ ლარი.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, ივლისის ბოლო მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 52%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო.

სააგენტომ გამოაქვეყნა, აქციების პორტფელში შემავალი 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის ჩამონათვალი, პორტფელის წილის მიხედვით. ესენია:

  • APPLE – 7.1%;
  • MICROSOFT – 6.8%;
  • NVIDIA – 5.9%;
  • AMAZON – 3.4%;
  • META – 2.4%;
  • ALPHABET – 2.2%;
  • ALPHABET – 1.8%;
  • BERKSHIRE – 1.7%;
  • Broadcom – 1.4%;
  • EU LILLY&CO. – 1.4%.
თაია არდოტელი