„ძველი თბილისის განაშენიანების გეგმას დაბალი ინტენსივობის განაშენიანებასა და რეკრეაციულ სივრცეებში ვხედავთ“ - ჩუღურეთში 30 000 კვ.მ ფართობზე ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

თბილისის ისტორიულ არეალში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში 30 000 კვ.მ ფართობზე „გარდენ ჰილსის“ მშენებლობა მიმდინარეობს. საცხოვრებელი პროექტი 7 ხუთსართულიან საცხოვრებელს, 1 კომერციულ ბლოკს და 8000 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს აერთიანებს. მობინადრეების კომფორტისთვის თითოეულ საცხოვრებელ შენობას იზოლირებული მიწისქვეშა პარკინგი აქვს.

მშენებლობა 2022 წლის ზაფხულში დაიწყო და სამშენებლო პროცესი ყველა საცხოვრებელ ბლოკში მიმდინარეობს. პირველი ეტაპი მოიცავს 4 ბლოკს, რომლებიც მწვანე კარკასის მდგომარეობით მზად არის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფასადის მოწყობის და სადარბაზოების მოპირკეთების სამუშაოები. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ის ასევე 4 ბლოკს მოიცავს. მათი მშენებლობაც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს და 2025 წლის გაზაფხულისთვის დასრულდება. საბოლოოდ კი კომპლექსის მშენებლობა 2025 წლის ბოლოს ჩაბარდება.

ძველ თბილისში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის შესახებ უფრო მეტ საინტერესო დეტალს „გარდენ ჰილსის“ მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე მდინარაძე გვიზიარებს.

მოგვიყევით „გარდენ ჰილსის“ უპირატესობების შესახებ

პროექტის ძირითადი უპირატესობები დაბალი ინტენსივობის განაშენიანება და პანორამული ხედებია.

კომპლექსი ახლოს არის ტურისტულ ლოკაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ მასთან ახლოს მდებარეობს საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი. აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე პროექტი საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.

garden1-1723790214.jpg

ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი მსხვილ საცხოვრებელ კომპლექსებს ადეკვატური გამწვანება ჰქონდეს? მოგვიყევით თქვენი კომპლექსის მწვანე სივრცეების შესახებ

ჯანსაღი გარემო და ბუნებასთან სიახლოვე არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ადამიანებს მოსვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს. დღევანდელ რეალობაში ადამიანს ცხოვრების საკმაოდ სწრაფი რიტმი აქვს. მას ხშირად უწევს გადაადგილება, რაც დაღლილობას და სტრესს იწვევს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ისეთი სივრცე, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად იგრძნობს. ჩვენი პროექტის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მომხმარებლების საჭიროებებსა და სურვილებზეა მორგებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპლექსის დიდი ნაწილი, 8000 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეს ეკუთვნის. ტერიტორიაზე დაგხვდებათ 4 სეზონზე გათვლილი მარადმწვანე ეზო, ფეხბურთისა და ჩოგბურთის მოედნები, ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი სივრცე.

ენერგოეფექტურობა თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური ტენდენციაა. თქვენ თუ იყენებთ ენერგოეფექტურ მასალებს? რა სარგებელს იღებენ მობინადრეები ამ მიმართულებით?

ენერგოეფექტური მასალები სამშენებლო ინდუსტრიაში აქტიურად გამოიყენება. ენერგოეფექტურობის ხარჯზე კომუნალური გადასახადები მცირდება და ტემპერატურა სტაბილურდება. მშენებლობის პროცესში აქტიურად ვიყენებთ ენერგოეფექტურ მასალებს. სახურავის იზოლაცია მნიშვნელოვანია დაბალი შენობებისთვის. ფასადი დათბუნებულია ქვაბამბით, რასაც ასევე ვიყენებთ გადახურვაშიც. ასევე მნიშვნელოვანია ალუმინის თერმოხიდი (დაბალემისიური ფენა), მინაპაკეტი, რომელიც ამცირებს ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების შემოდინებას ოთახში. ამ ყველაფრის შედეგად, ამინდის მიუხედავად ტემპერატურა სტაბილურია.

453730597-866319938747381-5828039038825280861-n-1723790310.jpg

ამ ეტაპზე თუ გაქვთ განსაკუთრებული შეთავაზებები/ფასდაკლებები?

„გარდენ ჰილსი“ ხშირად ანებივრებს მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებით და საჩუქრებით. ამ ეტაპზეც გვაქვს რამდენიმე სააქციო ბინა და აგრეთვე 10%-იანი ფასდაკლება ერთიან გადახდასა და საბანკო განვადებაზე.

ზოგადად, ჩვენი კომპლექსით დაინტერესებულ პირებს ბინის შესაძენად გადახდის რამდენიმე ალტერნატივას ვთავაზობთ. მათ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ გადახდის სასურველი მოდელის შერჩევა.

„გარდენ ჰილსში“ ისტორიულ უბანში შენდება. როგორ ხედავთ ძველი თბილისის განაშენიანების გეგმას?

თბილისის ისტორიული უბნების მიმართ ინტერესი ყოველთვის არასდროს ნელდება, რასაც ჩვენი გაყიდული ბინების რაოდენობაც მოწმობს. ამჟამად ბინების 70% გაყიდულია. მსგავსი უბნები მუდმივად ტურისტებისა თუ ადგილობრივების ყურადღების ცენტრშია.

ზოგადად, ისტორიული უბნების განაშენიანების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მათი უნიკალური იერსახე შენარჩუნდეს და ამავდროულად, თანამედროვეობა თანხვედრაში იყოს ძველთან. ძველ უბნებში ცხოვრება უფრო კომფორტული და მოსახერხებელი უნდა გახდეს. ჩვენ ძველი თბილისის განაშენიანების გეგმას დაბალი ინტენსივობის განაშენიანებასა და რეკრეაციულ სივრცეებში ვხედავთ.

(R)