არის თუ არა შესაძლებელი ოჯახის წევრთან საზიარო ქონების დასაკუთრება და გაყიდვა?

არის თუ არა შესაძლებელი საზიარო ქონების დასაკუთრება, როგორ ხდება თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია - ამ და სხვა საკითხებზე „კვირის პალიტრა“ ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებულ ადვოკატს ნუგბარა როსტიაშვილს ესაუბრა.

ცნობისთვის, რუბრიკაში „იურისტი გირჩევთ“, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები მოქალაქეების მხრიდან რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობენ.

1985 წელს თვითნებურად დავიკავე­ 600 კვმ მიწის ნაკვეთი და 1987 წელს გავაშენე კაპიტალურად, ახლაც ჩანს საძირკვლები. როგორ დავიმტკიცო ეს მიწის ნაკვეთი?

- უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლში­ საჯარო რეესტრს, წარადგინოთ თვითნებუ­რად დაკავებული ფართობის აზომვითი ნახაზი და განუმარტოთ ოპერატორს, რომ ითხოვთ საკუთრების რეგისტრაციას­. საჯარო რეესტრი საქმეს გადაუგზავნის აღია­რებით კომისიას, რომელიც დაუკავში­რდება დაინტერესებულ პირს და დაათვალიერებს მიწის ნაკვეთს. კომისიამ უნდა შეადგინოს ოქმი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს ორმა მომიჯნავე ან ნებისმიერმა­ სამმა მეზობელმა. შემდეგ იმსჯელებს კომისია ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ.

მე და ჩემს დას გვაქვს საზიარო ქონება და ვერ ვთანხმდებით. როგორც მითხრეს, არსებობს შესაძლებლობა სასამართლოს მივმართო და ამ გზით მოხდეს საზიარო ქონების გაუქმება. რამდენად რეალურია, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს?

- იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან საზიარო უფლების გაუქმებაზე და ქონების მახასიათებლებიც არ იძლევა შესაძლებლობას ქონება გაიყოს ნატურით, მაგალითად, გაიტიხროს ან გაუკეთდეს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი, ერთ-ერთ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, ამისათვის დაგჭირდებათ ექსპერტიზის დასკვნა, რომ ქონების გაყოფა სხვანაირად (ნატურით) შეუძლებელია. ამდენად სრულიად შესაძლებელია საზიარო უფლების გაუქმება და აღნიშნული ქონების რეალიზაცია. იხილეთ სრულად