2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა. ამ პერიოდში მომსახურება გაეწია 13 მომხმარებელს. საქსტატის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ელევატორებში 379 კაცი იყო დასაქმებული.
ელევატორებში ჯამში შენახული იყო 95 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 34.3% ხორბალი იყო. ამასთანავე, განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 64.3%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე კვარტალში ელევატორებიდან გაყიდულია 80.7 მლნ. ლარის 64.8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 63.1% იყო იმპორტირებული პროდუქცია.
„ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.5 პროცენტი“, - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
ცნობისთვის, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა აპრილში შეადგენდა 48 პროცენტს, მაისში - 47 პროცენტს, ხოლო ივნისში 47.9 პროცენტს.