ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა არის არასაცხოვრებელ უძრავ ქონებაზე, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბინებზე მოთხოვნამ შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეებისგან იმატა. რაც შეეხებათ ჩინელებს, რომელთა სიმრავლეც შეინიშნება ქვეყანაში ბოლო პერიოდში, ნატო მოდებაძე აღნიშნავს, რომ მათ საცხოვრებელი უძრავი ქონება ნაკლებად აინტერესებთ.
„უფრო ბიზნეს-ცენტრები, სასაწყობე მეურნეობები, სასტუმროები აინტერესებთ. ეს დაკავშირებულია სატრანსპორტო დერეფნის საკითხთან, რომელიც თუ ამუშავდება, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტის საჭიროება დადგება დღის წესრიგში. შესაბამისად, სახელმწიფომ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს,“ - განაცხადა მან.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნატო მოდებაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალაშენებულ ბინებზე ფასების კლება მოსალოდნელი არ არის, რაც შეეხება ძველ ბინებს, მისი თქმით, ამ შემთხვევაში ღირებულება უმნიშვნელოდ, მაგრამ დაკლებულია.