2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი მიმდინარე წლის 25 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში 63 558 ფიზიკურ პირს ჩამოეწერა.
აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ პარლამენტის დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაგზავნილ ინფორმაციაში.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, ჯამში ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანების რაოდენობა 361 339 508 ლარს შეადგენდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილს „დ“ ქვეპუნქტი დაემატა, რომლის მიხედვითაც, ფიზიკურ პირებს აღიარებული, 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი ჩამოეწერება.