გუბერნატორის მოადგილე: მცხეთა-მთიანეთში არც ერთი სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი არ არის

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილის, კობა არაბულის განცხადებით, მცირე მეწყერების მიუხედავად, რეგიონში არც ერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის.

როგორც კობა არაბულმა განაცხადა, რამდენიმე მცირე მეწყერი ჩამოწვა, როგორც პირიქითა ხევსურეთში, ისე უკანა ფშავში, თუმცა არც ერთ მეწყერს სოფლამდე მისასვლელი გზები ან სოფელთან საკომუნიკაციო საშუალებები არ ჩაუხერგავს.

გუბერნატორის მოადგილის თქმით, პირიქითა ხევსურეთში, უხვმა ნალექმა პრობლემები მხოლოდ ერთ-ერთი სოფლის საცალფეხო გზას შეუქმნა, რომელიც უკვე გაწმენდილია.