მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრებმა და სიცხის ტალღებმა აიძულა ტურისტები ჩრდილოეთ ევროპასა და ალასკაში „გრილი მოგზაურობები“ დაეგეგმათ.
Independent-ის ცნობით, ტურისტულმა კომპანიებმა ბოლო ტენდენცია გააანალიზეს. საკრუიზო ოპერატორები, სასტუმრობი და ავიაკომპანიები ამატებენ მოგზაურობებსა და საცხოვრებლებს, რათა დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნა ზომიერად ცხელი მიმართულებებისკენ.
მაგალითად, Norwegian Air-მა ჩრდილოეთ ნორვეგიასა და ევროპის ქალაქებს შორის 10 ახალი მარშრუტი აამოქმედა.
ახალი მარშრუტები ასევე იხსნება ალასკაში, კანადასა და ახალ ინგლისში. მხოლოდ ალასკაზე შიდა ფრენები ამ ზაფხულს 10%-ით გაიზარდა.
ივნისის მდგომარეობით, გაყიდული ბილეთების რაოდენობა ნორვეგიაში, ირლანდიასა და შვედეთში საერთაშორისო მოგზაურობისთვის ამ ზაფხულს გასულ წელთან შედარებით, 19%, 13% და 11%-ით გაიზარდა.
განთავსების ინდუსტრია ასევე ხედავს ცვლილებას. სახლების გაქირავების კომპანია Airbnb-მ 2024 წლის პირველ ნახევარში ნორვეგიაში, შვედეთსა და ალასკაში საზაფხულო საცხოვრებლის ძებნაში 15%-იანი ზრდა დააფიქსირდა.
თუმცა, როგორც გამოცემა წერს, უფრო გრილ მიმართულებებზე მოთხოვნის ზრდამ თბილი კლიმატის ტერიტორიებში მოგზაურობაზე არ იმოქმედა . სამხრეთ ევროპის მიმართულებები ჯერ კიდევ ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის.
წელს ხანძრებმა ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული ევროპული ქვეყნები მოიცვა. საბერძნეთში ხანძარი ათენს უახლოვდება, პორტუგალიაში კი ხალხს აფრთხილებენ ევაკუაციის შესახებ, თუ მაშველები ხანძარს ვერ გაუმკლავდებიან ქვეყნის ჩრდილოეთით.
ხანძრები და გვალვებია ესპანეთში, ხორვატიასა და ალბანეთშიც.