ლარი დოლართან გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს - მიმდინარე კვირის დინამიკა

12-16 აგვისტოს კვირა ეროვნული ვალუტისთვის გასული კვირის მსგავსი იყო, რაც დოლართან მიმართებით გამყარებაში და ევროსთან მიმართებით გაუფასურებაში გამოიხატა.

ლარმა მიმდინარე კვირა გამყარებით დაიწყო. 12 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0,25 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9431 ლარი გახდა. მაშინ, როცა ადრე მოქმედი კურსი 2.9451 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0,2 თეთრით გამყარდა.

13 აგვისტოს ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გაუფასურდა და კურსი 2.6966 ლარი გახდა. ცვლილებამ 0,24 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც, ევროს ღირებულებამ 2.9458 ლარს მიაღწია. კურსის ცვლილება 0,27 თეთრი იყო.

14 აგვისტოს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6927 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნული ვალუტა მასთან მიმართებით 0,39 თეთრით გამყარდა.

თუმცა, ლარი მკვეთრად გაუფასურდა ევროსთან მიმართებით, რომლის კურსმა 2.9676 ლარი შეადგინა. ცვლილება 2,18 თეთრი იყო.

15 აგვისტოს ლარი უმნიშვნელოდ გაუფასურდა დოლართან მიმართებით, რომლის კურსმა 2.6928 ლარი შეადგინა. გაუფასურების დონე მხოლოდ 0,01 თეთრი იყო.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9648 ლარი გახდა. მასთან მიმართებით ლარი 0,28 თეთრით გამყარდა.

16 აგვისტოს, კვირის ბოლო სავაჭრო დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6903 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0,25 თეთრით გამყარდა.

ლარი ევროსთან მიმართებითაც გამყარდა, რომლის კურსი 2.9566 ლარი გახდა. ცვლილება 0,82 თეთრი იყო.

საბოლოო ჯამში, ლარი მიმდინარე კვირაში დოლართან მიმართებით 0,64 თეთრით გამყარდა, ევროსთან მიმართებით 1,15 თეთრით გაუფასურდა.

ნათია ზარიძე