31 სცენარი, რომელმაც შეიძლება ევროკავშირის ენერგოსისტემის კრიზისი გამოიწვიოს

ევროპის გადამცემი სისტემის ქსელის (ENTSO-E) მიერ შემუშავებულია რეგიონული ელექტროენერგიის კრიზისის სცენარები.

სცენარები წარდენილი აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რათა გამოიყენონ როგორც საცნობარო საწყისი ეროვნული კრიზისული სცენარების რანჟირებისა და იდენტიფიკაციისთვის.

ENTSO-E-ს მიერ შედგენილი კრიზისების სია ასეთია:

1. კიბერშეტევა ქსელთან ფიზიკურად დაკავშირებულ სუბიექტებზე

2. კიბერშეტევა ბაზრის მონაწილეებზე, რომლებიც ფიზიკურად არ არის დაკავშირებული ქსელთან

3. ფიზიკური შეტევა კრიტიკულ აქტივებზე

4. ფიზიკური შეტევა კონტროლის ცენტრებზე

5. ძირითადი თანამშრომლების მუქარა/შანტაჟი/მძევლად აყვანა

6. შიდა თავდასხმა

7. მზის ქარიშხალი

8. ვულკანური ამოფრქვევა

9. ქარიშხალი

10. სიცივე

11. უხვი ნალექი და წყალდიდობა

12. ზამთრის ინციდენტი

13. წიაღისეული საწვავის დეფიციტი (ბუნებრივი გაზის ჩათვლით)

14. ბირთვული საწვავის დეფიციტი

15. ადგილობრივი ტექნიკური გაუმართაობა რეგიონალური მნიშვნელობის

16. ექსტრემალური ამინდის გამო გამოწვეული მრავალჯერადი ჩავარდნა

17. ICT-ის დაკარგვა ენერგოსისტემის მუშაობისთვის

18. ენერგოსისტემის პირველადი ელემენტების ერთდროული გაუმართაობა

19. ენერგოსისტემის მართვის მექანიზმის სირთულე

20. N-1 კრიტერიუმის გაუთვალისწინებელი დარღვევა ადამიანური შეცდომით

21. ფიზიკური ენერგიის ნაკადები არ მოჰყვება ბაზრის ნაკადებს

22. სერიული აღჭურვილობის გაუმართაობა სისტემატური დეფექტის გამო

23. გაფიცვა, არეულობები, საწარმოო მოქმედება ელექტრომომარაგების ქსელში

24. დიდი ზემოქმედების სამრეწველო ან ბირთვული ავარია

25. ენერგეტიკული ბაზრის წესების მოულოდნელი ურთიერთქმედება

26. განახლებადი ენერგიის უჩვეულოდ დიდი პროგნოზის შეცდომები

27. პანდემია

28. სიცხე

29. მშრალი პერიოდი

30. მიწისძვრა

31. ტყის ხანძარი

ნათია ზარიძე