„მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი“ - რას აცხადებს სფფ საქართველო-ჩეხეთის მატჩზე

სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბარში იმ მიზეზზე ისაუბრა, რის გამოც საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე" არ გაიმართება. კობიაშვილი ასაჯაროვებს იმ დოკუმენტს, რომელიც სტადიონის ადმინისტრაციისგან ფედერაციამ მიიღო.

წერილში საუბარია, რომ ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხზე დაყრდნობით მიიღო.

„როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.

ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციდან - მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია.

განაგრძეთ კითხვა: sportall.ge