საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირისთვის სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება რეგულაცია, რომლის შესაბამისად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი ვალდებულია, საჯარო რეესტრში წარსადგენი ნახაზი შეადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესის შესაბამისად. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამავე ცნობით, დღეისათვის სერტიფიცირების განმახორციელებელი აკრედიტებული სუბიექტები არიან:

იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი www.tcj.gov.ge; ელ. ფოსტა: trainingcenter@tcj.gov.ge; ტელ: (+995 32) 2 94 22 70

მისამართი: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1

ასევე, სხვა აკრედიტებული სუბიექტები

სერტიფიციტრების ხარჯები დამოუკიდებლად დგინდება აკრედიტებული სუბიექტების მიერ. მაგალითად, სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრის შემთხვევაში სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს.

ნათია ზარიძე