მულტიმილიონერი, ბრიტანელი 47 წლის ყოფილი საინვესტიციო ბანკირი სემ დოგენი ამ წლის დასაწყისში „პენსიაზე“ გავიდა. მან ცოტა ხნის წინ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ ღირს სამსახურის ადრეულ ასაკში დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ მას ფინანსური პრობლემები არ შექმნია.
“თუ სამსახურიდან დაგითხოვენ, უმუშევრობის შეღავათებს მიიღებთ. იღებთ გათავისუფლების პაკეტს, სუბსიდირებულ ჯანდაცვას. თქვენ მიიღებთ უამრავ რამეს, რაც მოგცემთ უზარმაზარ ფინანსურ შესაძლებლობებს, თქვენი შემდეგი მცდელობისთვის“, - განუცხადა მან CNBC-ს.
დოგენი 2012 წლიდან “პასიური შემოსავლით“ - ძირითადად აქციებისა და ინვესტიციების პორტფელის მეშვეობით, წელიწადში დაახლოებით 380 000 აშშ დოლარს გამოიმუშავებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაყიდა თავისი პორტფელის დიდი ნაწილი, სამსახურში დაბრუნდა.
იმის გამო, რომ მან თანამდებობა თვითნებურად დატოვა, დოგენს არ მიუღია გათავისუფლების ანაზღაურება, რასაც თვლის, რომ დიდი შეცდომაა.
მისი თქმით, იმ პირობებში, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების პაკეტი მოიცავდა ორთვიან საბაზისო ხელფასს, მომგებიანი იქნებოდა, ეს შეთავაზება გამოეყენებინა.
“ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა უფლებები გაქვთ, როგორც თანამშრომელს. თუ წასვლას გეგმავთ, მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს უფროსებს, რომ უკმაყოფილო ხართ. ასევე მისცეთ ერთგვარი გაფრთხილება, რომ “თუ კონკრეტული საკითხი ისე არ შეიცვლება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად, მაშინ სამსახურიდან წახვალთ. თქვენი გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა ბენეფიტს მიიღებთ“, - თქვა მან მედიასთან საუბარში.
“შეიძლება მოხდეს ხელფასის ზრდა. მათ შეიძლება უფრო მოქნილი საათები მოგცეთ“, - დოგენის თქმით, ის ცდილობს, მის თანამშრომლებსაც ამგვარად მიუდგეს.
ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურად შემუშავებული აქტი მსხვილ კომპანიებს ავალდებულებს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე პერსონალს 60-დღიანი გაფრთხილება მისცენ.
გათავისუფლების შემთხვევაში კი ფირმები მათ 60 დღის ექვივალენტის ანაზღაურებას აძლევენ. რიგ შემთხვევაში, ეს თანხა საკმაოდ დიდია და ახალი გზების გახსნის შესაძლებლობებსაც იძლევა.
წყარო: dailymail.co.uk