2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ თვიურად საშუალოდ 361 300 ათასი ვიზიტი განახორციელეს. საანგარიშო პერიოდში ქართველების მიერ საშუალოდ თვიურად გაწეული ხარჯი 349.9 მილიონ ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში თვიურად საშუალოდ ქართველი ტურისტები საზღვარგარეთ თანხის უდიდეს ნაწილს საყიდლებში ხარჯავდნენ. ამ პერიოდში საყიდლების დანახარჯები საშუალოდ 135 მილიონ ლარს შეადგენდა.
საყიდლების შემდეგ მოდის კვება და სასმელი. ამ შემთხვევაში საშუალო თვიური დანახარჯი 92.3 მილიონ ლარს შეადგენდა, განთავსების შემთხვევაში კი დანახარჯები 52.6 მილიონი ლარი იყო.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ადგილობრივ ტრანსპორტში 40.2 მლნ ლარი დახარჯეს, ხოლო გართობის, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებების ხარჯები 14.6 მლნ ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში სხვა დანახარჯები კი 15.1 მილიონ ლარს გაიტოლდა.