საქართველოს მთავრობამ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია საკუთრებაში თბილისის მერიას გადასცა. შესაბამის განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, დედაქალაქის მერიას 25 634 კმ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.
„თბილისში, გიული ჭოხონელიძის ქუჩა N4-ში მდებარე 25 634 კმ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების (განუსხვისებელი) სახით გადაცემის შესახებ (დიღმის ტყე-პარკი)“, - ვკითხულობთ განკარგულებაში.