„ადამიანები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, თავს არიდებენ შვილების გაჩენას“ - ოთო აბესაძე

„ქვეყანაში, სადაც მიყოლებით 4 წელი შობადობას სიკვდილიანობა ჭარბობს უნდა მიხვდე, რომ იქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი ოთო აბესაძე საქართველოში არსებული შობადობა-გარდაცვალების სტატისტიკაზე წერს.

შეგახსენებთ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ ინფორმაციით, 2020 წლის შემდეგ საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი ყოველწლიურად შობადობის მაჩვენებელს აჭარბებს.

აბესაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნულის მიზეზი ემიგრაციული ნაკადები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, უმუშევრობა, ცხოვრების დაბალი დონე და მაღალი გადასახადებია.

„შობადობისა და გარდაცვალების სტატისტიკა საქართველოში. დააკვირდით 2020 წლიდან პარამეტრებს.

ეს არის შედეგი:

  1. დიდი ემიგრაციული ნაკადების;
  2. მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის;
  3. უმუშევრობის;
  4. მაღალი გადასახადების;
  5. ცხოვრების დაბალი დონის.

ადამიანები მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო თავს არიდებენ შვილების გაჩენას, ვინაიდან ბავშვს უამრავი რამ ჭირდება და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ქვეყანაში, სადაც მიყოლებით 4 წელი შობადობას სიკვდილიანობა ჭარბობს უნდა მიხვდე, რომ იქ რაღაც ძალიან ცუდი ხდება“, - წერს ოთო აბესაძე.

იხილეთ ასევე: “2020 წლის შემდეგ საქართველოში შობადობის მაჩვენებელს ყოველწლიურად აჭარბებს გარდაცვალება”

მერი ტაბატაძე