კულტურის სამინისტროს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მართვის უფლება ჩამოერთვა. განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის მიხედვით, ფილარმონიას მართვის უფლება მისი არსებობის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.
„თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით გადმოეცეს საქართველოს მთავრობას, მათი არსებობის ვადით, ხოლო აღნიშნულ საწარმოთა მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამათლებრივი ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოფს საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციამ.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროს ჩამოერთვა Black Sea Arena-ს მართვის უფლებაც და მთავრობას გადაეცა. განკარგულების მიხედვით, Black Sea Arena-სა და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზაციული შერწყმა უნდა განხორციელდეს.