ქუდი, რომელიც ჰარისონ ფორდის პერსონაჟს ინდიანა ჯონსის საგის, Temple of Doom -ის მეორე ნაწილში ეხურამ აუქციონზე 630 000 დოლარად გაიყიდა.
ყავისფერი თექის კოვბოის ქუდი, რომელიც სპეციალურად ინდიანა ჯონსისთვის იყო შექმნილი, გახდა ყველაზე ძვირად ღირებული ლოტი ლოს-ანჯელესში, ბოლო დროს გამართულ აუქციონზე, სადაც ჰოლივუდის რეკვიზიტები გაიყიდა.
"დოქტორ ჯონსის პირადი ნივთების" გარდა, გასაყიდად გამოიტანეს სხვა დასამახსოვრებელი ნივთები, რომლებიც ეკრანზე გამოჩნდა მათ შორის ჯეიმს ბონდის, ჰარი პოტერისა და "ვარსკვლავური ომების" გმირების საკულტო ფილმებს რეკვიზიტებიც.
აუქციონზე გატანილ სხვა რეკვიზიტებს შორის იყო საიმპერატორო შტორმტეროპერის სკაუტის ჩაფხუტი 1983 წლის ფილმიდან “ჯედაის დაბრუნება“ (ვარსკვლავური ომების ფილმის საგის პირველი გადაღებული ეპიზოდი). ის აუქციონზე 315 000 დოლარად გაიყიდა.
ჰარი პოტერის ჯადოსნური ჯოხი მბზინავი წვერით, 53,5 ათას დოლარად გაიყიდა. დენიელ კრეიგის კოსტუმი 2012 წლის ფილმიდან "007: Skyfall" კი 35 000 დოლარად.
წყარო: bbc.com