ჰონგ-კონგიდან იმპორტი 191.7%-ით გაიზარდა - რას ვყიდულობთ ყველაზე დიდი რაოდენობით

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში ჰონგ-კონგიდან იმპორტი 191.7%-ით გაიზარდა და 171.064 მლნ დოლარი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლით წელს ჰონ-კონგი ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული ქვეყნიდან იმპორტმა 58.646 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პროდუქციას, წელს შვიდ თვეში ჰონგ-კონგში ყველაზე დიდი რაოდენობით გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები ვიყიდეთ, მეორე ადგილზეა - სატელეფონო აპარატები, სამეულში შედის აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის.

Top-5 პროდუქტი, რომელიც წელს იანვარ-ივლისში საქართველომ ჰონ-კონგში იყიდა:

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 102.646 მლნ დოლარი
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 13.982 მლნ დოლარი
  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 0.018 მლნ დოლარი
  • ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 3.655 მლნ დოლარი
  • სქემები ელექტრონული ინტეგრალური და მიკროანაწყობები - 2.137 მლნ დოლარი

რაც შეეხება გასულ 2023 წელს, შარშარ 12 თვეში ჰონგ-კონგიდან იმპორტმა 105.44 მლნ დოლარი შეადგინა.